ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბაჩო ხურციძე: აბუსერიძე და სვანიძე ორკესტრირებულად მოქმედებენ

ბაჩო ხურციძე: აბუსერიძე და სვანიძე ორკესტრირებულად მოქმედებენ
8-01-2021, 00:59
 
   

ვისაც ეგონა ქართულ რაგბიში არსებული დაძაბულობა 2020 წელში დარჩებოდა და ახალ წელს ახალი იმედებით დავიწყებდით ძალიან შეცდა. 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარებული არჩევნები, რომელსაც დელეგატთა ნაწილი დაესწრო, ირაკლი აბუსერიძის გამარჯვებით დასრულდა. საარჩევნო ყრილობაზე სულ 19 დელეგატი დარეგისტრიდა. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, 10 - გოჩა სვანიძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე დასახელდა. პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კი, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

დღეს, საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცების თაობაზე შეაჩერა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30 დღე მისცა. განცხადების მიხედვით, არაა გამორიცხული არჩევნების ხელახლა ჩატარებაც გახდეს საჭირო, რადგან გადადებული არჩევნების ჩატარების თარიღი დაირღვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით Blogport.ge ბაჩო ხურციძეს დაუკავშირდა.

- ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრების განცხადება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და თითქოს ჩემი გუნდი ზეგავლენას ახდენს მასზე სასაცილოა. უბრალოდ, არ შემიძლია ამ კომენტარის სერიოზულად აღქმა. მითუმეტეს, იმ ადამიანის მხარდამჭერები ამბობსებ ბაჩო ხურციძე და მისი გუნდი საჯარო რეესტრზე და მუნიციპალურ კლუბებზე ახდენს ზეწოლასო, რომელიც 4 წლის განმავლობაში უმაღლესი საკანომდებლო ორგანოს წევრი იყო და მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

7 დეკემბრის განცხადებაში მე დროულად ვითხოვდი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს პროცესი ხელოვნურად იწელებოდა. ამ განცხადებაში სიტყვა გადადებული მე მოვიყვანე შინაარსობრივად, რადგან ამდენი ხანი არჩევნების გადადება არ იყო მიზანშეწონილი და არ მომითხოვია გადადებული არჩევნების ჩატარება. რაგბის კავშირის წესდებაში ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ დღედღეისობით ის არის მთავარი დოკუმენტი და ამ დოკუმენტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მასში წერია, რომ გადადების შემდეგ, არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 10-30 დღისა და ამდენი ხნით გადადებას პანდემიას ვერ დააბრალებენ. თან, რამდენიმე გუნდი ამ ერთი წლის განმავლობაში გაუქმდა და მათ არ ჰქონდათ ყრილობაში მონაწილეობის უფლება.

რამაზ ხარაზიშვილის განცხადებასაც ვერ აღვიქვამ სერიოზულად, რომ მათ გუნდს კლუბების 70 % უჭერდა მხარს. 19 დელეგატი გამოცხადდა არჩევნებზე და 23 არ გამოცხადდა. 19 დელეგატს თუ ხარაზიშვილი 70 %-ად აღიქვამს ეგ მისი პრობლემაა.

ირაკლი აბუსერიძე გოჩა სვანიძეს კორუმპირებულ მმართველს უწოდებდა. მილიონების შეჭმაში სდებდა ბრალს და ახლა რა შეიცვალა? აბუსერიძე გაურიგდა სვანიძეს, რომ მიეღო ძალაუფლება რაგბის კავშირში და მისივე თქმით ერთდროს კორუმპირებული და რაგბის დამღუპველი სვანიძე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნა.- ამბობს ბაჩო ხურციძე.