ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბათუმის დინამო ფრანგ ფორვარდს იმატებს

ბათუმის დინამო ფრანგ ფორვარდს იმატებს
8-01-2021, 21:36
 
   

საფეხბურთო კლუბი ბათუმის დინამო ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც კლუბის სპორტული დირექტორი ვლადიმერ დვალიშვილი აღნიშნავდა შავი ზღვის პირელებს ყველაზე მეტად გაძლიერება თავდასხმაში სჭირდებოდათ და ამ მხრივ მუშაობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, მომავალ სეზონში ბათუმელთა რიგებს ფრანგი ვამარა სანოგო დაიცავს.

25 წლის ფორვარდი ბოლოს ვარშავის ლეგიას შემადგენლობაში გამოდიოდა და ექსტრაკლასას განვლილ სეზონში 2 მატჩში 1 ბურთი გაიტანა. სეზონის დიდი ნაწილი კი, ტრავმის გამო გამოტოვა. 2018/2019 წლების სეზონში კი, სოსნოვიეცის ზაგლებიეს ღირსებას იცავდა და 29 შეხვედრაში 11 ბურთი გაიტანა. მანამდე, ინგლისურ ფლითვუდში და მეცის მეორე გუნდში გამოდიოდა.

სანოგო წარმოშოით კოტ დიუვარელია, მაგრამ საფრანგეთში დაიბადა და ორმრივი მოქალაქეობა აქვს. Transfermarket-ის მონაცემებით მისი სატანსფერო ღირებულება 200 000 ევროს შეადგენს.