ავტორი: ტატო ნიკურაძე

ლიდსის ყოფილი მეკარე ბათუმში ითამაშებს

ლიდსის ყოფილი მეკარე ბათუმში ითამაშებს
9-01-2021, 12:34
 
   

სულ მალე ბათუმის დინამო კიდევ ერთ ტრანსფერს გააოფიციალურებს. Blogsport.ge-ს ინფორმაციით შავი ზღვის პირელები 24 წლის პოლონელ მეკარეს კამილ ვიადესლავ მიაზეკს იმატებენ.

24 წლის პოლონელი მეკარე ბოლოს მარსელო ბიელსას ლიდს იუნაიტედში ირიცხებოდა და განვლილ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფის გამარჯვებულიც გახდა. პოლონელი ლიდსის სარეზერვო გუნდში თამაშობდა. მიაზეკი ბიელსამ ძირითად გუნდშიც დააწინაურა, მაგრამ კიკო კასილიას შეცვლა ვერ ძეძლო. ძირითად გუნდში არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული, მხოლოდ სათადარიგო იყო.

მიაზეკის საფეხბურთო კარიერა 2012 წელს პოლონური კლუბ ბელჩატოვის სპორტულ სკოლაში დაიწყო. 2012-2016 წლებში კი, ფეიონოორდის აკადემიაში ვარჯიშობდა.

სერიოზული საფეხბურთო კარიერა კი, პოლონურ ჩიჟნიცკა გიონეციში დაიწყო, რომელშიც 4 მატჩი ჩაატარა და ლიდსს შეუერთდა. მიაზეკი, ასევე, პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარეა.

გეტყვით იმასაც, რომ ერთი კვირის წინ ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კამილ მიაზეკის შეძენა სტივენ ჯერარდის რეინჯერსს სურდა.