ავტორი: ტატო ნიკურაძე

ლევან კობიაშვილი: არსად გვითქვამს, რომ მწვრთნელი აუცილებლად უცხოელი იქნება

ლევან კობიაშვილი: არსად გვითქვამს, რომ მწვრთნელი აუცილებლად უცხოელი იქნება
10-01-2021, 14:29
 
   

2020 წელი ქართული ფეხბურთისთვის არცთუ სასიამოვნოდ გასახსენებელი გამოდგა. სამწუხაროდ, ქართველი ქომაგის დიდი ხნის ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გვეხილა, მხოლოდ ოცნებად დარჩა. ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა დატოვა და ეს ადგილი დღემდე ვაკანტურია.

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკიმპანია იმედის სპორტულ გადაცემაში „სპორტი იმედზე" ისაუბრა.

- რამდენიმე მედია საშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჩვენ, მხოლოდ, უცხოელი მწვრთნელის ვარიანტს განვიხილავთ. ეს ინფორმაცია და ჩემი სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. მწვრთნელის ჩამოყვანა არ გულისხმობს, რომ მაინცდამაინც უცხოელი ჩამოგვყავს. შეიძლება ქართველი მწვრთნელი მუშაობდეს უცხოეთში და მის ჩამოყვანას ვგეგმავდეთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს რამდენიმე ვარიანტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სასურველია მწვრთნელს ჰქონდეს სანაკრებო გამოცდილება, რადგან კლუბში და ნაკრებში მუშაობა დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ არაა გამორიცხული ისეთი მწვრთნელიც ჩამოყვანაც, რომელსაც ნაკრებში აქამდე არ უმუშავია. ყველას გვინდა ახალი მწვრთნელი მალე წარვადგინოთ, მაგრამ ველოდებით მათ შეხედულებებს, რამდენად ჯდება ისინი ჩვენს სამომავლო გეგმებში და ასე შემდეგ. - ამბობს ლევან კობიაშვილი.