ავტორი: ტატო ნიკურაძე

თემურ ბენდიაშვილი: ბათუს სკოლაში არ უვლია, ვის აზროვნებას იწუნებს

თემურ ბენდიაშვილი: ბათუს სკოლაში არ უვლია, ვის აზროვნებას იწუნებს
10-01-2021, 19:22
 
   

ქართულ რაგბიში დაძაბულობა, ერთმანეთის ლანძღვა და ა.შ, ისევ აქტუალურია და არ წყდება. 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად „ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, მაგრამ საჯარო რეესტრმა იგი პრეზიდენტად არ დაარეგისტრია, მიზეზად კი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ლაშა(ბაჩო) ხურციძის საჩივარი დაასახელა. ხურციძე ამბობს, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია.

არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს სარაგბო კლუბ ლელო სარასენსის პრეზიდენტი ბათუ კევლიშვილი. იგი ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის წევრებს თანამედროვედ აზროვნების უნარს უწუნებს. ამასთან დაკავშირებთი, ჩვენ სარაგბო კლუბ ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს თემურ ბენდიაშვილს დავუკავშირდით და მოკლე კომენტარი ვთხოვეთ.

- ბათუ კევლიშვილი თავად არის, უკვე საკმაოდ ხნიერი და მას დაეწუნება თანამედროვე რაგბის ცოდნა და არ იცის კარგად ის გამოწვევები, რომლებიც თანამედროვე რაგბიშია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბეები, რომლებსაც დიდი რაგბი აქვთ ნათამაშები: ირაკლი აბუსერიძე; ირაკლი მაჩხანელი, დავით ზირაქაშვილი, პალიკო ჯიმშელაძე და სხვები- ამ ადამიანებს არ ესმით რაგბის გამოწვევები და მარტო ბათუს ესმის? მაგას თავად არ უვლია სკოლაში და ინსტიტუტში ვის აზროვნებაზე და გონიერებაზე საუბრობს?!

აქამდე, არჩევნების დროულად ჩატარებას ითხოვდა ხურციძე და ხელოვნურად წელავთ დროსო და ახლა ჯერ არ ჩაატაროთ არალეგიტიმურიაო. მგონი, თავად არ იცის ბაჩომ რა უნდა და რას ითხოვს. კიდევ რომ ამბობს, ლოკომოტივის ბაზაზე დელეგატებზე ზეწოლა განხორციელდაო. ლელოს ბაზაზე რომ ჩუმად ატარებდნენ გამგეობის სხდომას მაგაზე რას ამბობს? - ამბობს თემურ ბენდიაშვილი.