ავტორი: ტატო ნიკურაძე

ქართველების ბრივის საოცარი ქამბექი

ქართველების ბრივის საოცარი ქამბექი
11-01-2021, 11:05
 
   

საფრანგეთის top 14-ის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ქართული დაპირისპირება ვიხილეთ. ბრივი-მონპელიეს დაუხვდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ- ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე და პირველხაზელი ლუკა ჯაფარიძე. სტუმართაგან კი, მატჩში მარქაფიდან ჩაერთო მიხეილ ნარიაშვილი.

შეხვედრის პირველი ნახევარი მონპელიემ 0:19 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ, ბრივი საოცრად ათამაშდა და მაგარი ქამბექიც შემოგვთავაზა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა მასპინძლებმა 23:22 მოიგეს.


ბრივი 14 ტურის შემდეგ, 26 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილზეა.