ავტორი: ტატო ნიკურაძე

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია
12-01-2021, 20:08
 
   

ტატო გრიგალაშვილმა 2021 წელიც ბრწყინვალედ დაიწყო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დოჰას მასტერსიც შესანიშნავად ჩაატარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნიდერლანდების წარმომადგენელი ფრანკ დე ვიტი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

ფინალამდე ტატომ: უნგრელი ატილა უნგვარის; იტალიელი ანტონიო ესპოსიტოს, რუსი ალენ ხუბეცოვის და კორეელი სუნგჰო ლის დამარცხება შეძლო.


ამ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართველი ლუკა მაისურაძე გამოდიოდა, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო. ასევე, პირველივე შეხვედრა დათმო ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ).