ავტორი: ლევან ქობალია

ავსტრია, გერმანია - შემდეგი გაჩერება საქართველო, ბათუმი

ავსტრია, გერმანია - შემდეგი გაჩერება საქართველო, ბათუმი
19-01-2021, 21:56
 
   

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის დინამო გაძლიერებას განაგრძნობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ზღვისპირელების რიგებს მარცხენა გარემარბი ლუკას გროცურეკი შეემატა. ავსტრიელმა დინამოსთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და სულ მალე საქართველოში ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 1+1 სისტემით კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ავსტრია, გერმანია - შემდეგი გაჩერება საქართველო, ბათუმი

29 წლის ფეხბურთელს თამაში როგორც მარჯვენა, ისე – მარცხენა ფლანგზე. პლუს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. გროცურეკმა სეზონის პირველი ნახევარი ავსტრიაში, ბუნდესლიგის პიოლტენის რიგებში გაატარა და 9 მატჩში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა. მანამდე კი, 2019/20 წლების სეზონში, გერმანიაში, მეორე ბუნდელისგის კარლსრუეს მაიუსური 18 შეხვედრაში მოირგო და აქაც, მხოლოდ ერთხელ შეძლო გოლოს გატანა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის დინამომ აქამდე ვამარა სანოგოს, გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძისა, გიორგი ფანცულაიას და ლაზარე კუპატაძის ტრანსფერები გააოფიციალურა.