ავტორი: ტატო ნიკურაძე

ალი სისიკო დინამოში არ არის

ალი სისიკო დინამოში არ არის
21-01-2021, 21:27
 
   

დღეს, რამდენიმე ქართულ სპორტულ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის დინამო ინგლისური ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს ალი სისოკოს იმატებდა. აღნიშნული ინფორმაცია Blogsport.ge-მ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მედია ოფიცერთან, ირაკლი ბუხალთან, გადაამოწმა. ბუხალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და სისოკო დინამოში სინჯებზე არ იმყოფება.

-თბილისის დინამო თურქეთის ქალაქ ბელეკში იმყოფება, სადაც შეკრების მეორე ეტაპს გადის. ჩვენი კლუბი აგრძელებს გაძლიერებას, ტრანფერები კიდევ იქნება, მაგრამ ალი სისოკო ჩვენთან არ არის. - ამბობს ირაკლი ბუხალი.

გეტყვით, რომ გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით თბილისის დინამო თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრების მეორე ეტაპს გადის.