ავტორი: ტატო ნიკურაძე

შენგელია კოკოშკოვთან დამარცხდა

შენგელია კოკოშკოვთან დამარცხდა
22-01-2021, 23:05
 
   

ევროლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერი და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მოსკოვის ცსკა თურქულ ფენერბახჩეს დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში, აღნიშნულ ტურნირზე, ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია 83:89.

ტრადიციულად, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 18 ქულა; 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მოსკოველთა შემადგენლობაში „თოკომოტივი" საუკეთესო იყო პარკეტზე. ფენერბახჩეს რიგებში კი,რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის, საუკეთესოები: ნანდო დე კოლო და იან ვესელი გახლდათ.

21 ტურის შემდეგ, ევროლიგის სატურნირო ცხრილს 30 ქულით ცსკა ლიდერობს. ფენერბახჩე კი, 20 ქულით მეთერთმეტეა.