საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი 2021 წლის პირველი სარაგბო მატჩისთვის ემზადება. ლევან მაისაშვილის შეგირდები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს დაუპირიპირდებიან. Blogsport.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა 7 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 გაიმართება.
საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონობა განაღდებული აქვს და ამ მატჩს, მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.