საავტომობილო ბრენდი Renault კარგად არის ცნობილი, მაგრამ ფორმულა 1-ში, არც თუ დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მიუხედავად ახალბედობისა, Renault-მა გადაწყვიტა სახელი შეეცვალა და ამჯერად ფრანგული საჯინიბო Alpine-ს სახელით წარსდგება.
Alpine საფრანგეთის სიმბოლოდ ითვლება და, ცხადია, ამავე ქვეყანას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით რომ Alpine პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, ფორმულა 1 შესანიშნავი დასაწყისია.
Alpine-ს მრბოლელი ბრიტანელი დანიელ რიკიადოია, რომელსაც იდეალური შემცვლელი ჰყავს – ფორმულა 1-ის ვეტერანი, 39 წლის ფერნანდო ალონსო.
– შევეცდები მაქსიმუმი გავაკეთო. ჩემი დაბრუნება შედგება, – ამბობს ლეგენდარული მრბოლელი.
ვნახოთ, გადააჭარბებს თუ არა, Alpine გულშემატკივართა მოლოდინს.