გიორგი შანიძე: საფეხბურთო სკოლა დიდი ხანია დავაფვუძნეთ

გიორგი შანიძე: საფეხბურთო სკოლა დიდი ხანია დავაფვუძნეთ
30-01-2020, 19:18

BlogSport.ge-გთავაზობთ ინტერვიუს ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის, გაგრას სპორტულ დირექტორთან, გიორგი შანიძესთან.

-პირველ რიგში, მინდა იმ დრამატული მატჩების გახსენება გთხოვოთ, როდესაც თქვენ, თასის ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდით და სიონთან ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში

- ჩემი აზრით ძალიან ცოტა დაგვაკლდა, დაგვაკლდა გამოცდილება საქმის ბოლომდე მისაყვანად. ტორპედომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ფინალში დამარცხების აღქმა და ამ შოკიდან გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდა, რაც შესაბამისად ფლეოფის მატჩებზეც აისახა. დავმარცხდით სიონთან, მაგრამ დღემდე ვფიქრობ, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით და ეს რომ ასე მომხდარიყო მეორე შეხვედრაში რა თქმა უნდა სულ სხვანაირ მატჩს იხილავდით.

- ყველამ კარგად ვიცით, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა, რატი ცაცკრიალაშვილმა კლუბი დატოვა.. რატომ ვერ მოხერხდა მისი შენარჩუნება? ეცადეთ შენარჩუნებას?

- ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეთანხმება ჩვენს ფეხბურთელებთან, რომ, თუ გუნდი ტიტულის გარეშე დარჩებოდა, ჩვენ სულ სხვა რელსებზე გადავიდოდით, ოღონდ უკვე ეს მათ გარეშე მოხდებოდა. რაც შეეხება რატის, მან საუკეთესო ვარიანტი უკვე თვითონ აირჩია ჩვენ კი მისი გულშემატკივარი ვიქნებით მუდამ.

-ტრანსფერები უკვე დასრულდა კლუბში?

- დიახ. ტრანსფერები გუნდში უკვე დასრულდა. გუნდი დაკომპლექტებულია და სინთეზი ისევ დაცულია, ჩვენ ისევ ახალგაზრდებისთვის ტრამპლინად ვრჩებით.

-რა შეიცვალა გაგრაში გასული სეზონის შემდეგ?

- ვფიქრობ, ბევრად უფრო გამოცდილები ვართ და ბევრად უფრო მომზადებულები ახალ გამოწვევებთან საბრძოლველად. მეტს ვერაფერს გეტყვით...

- როგორ ფიქრობთ, გაგრა შარშანდელივით ანგარიშ გასაწევი კლუბი იქნება?

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გაგრას ჩამოწერა სასაცილოა ჩემი აზრით იმ გუნდის რომელმაც თასის ფინალში ითამაშა და რაღა თქმა უნდა ანგარიშ გასაწევი გუნდია გაგრა და როგორც ყოველთვის ყველა ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ამიტომ მაქსიმალურს გავაკეთებთ.

-ადრე ჩვენთან საუბარში გვითხარით საფეხბურთო სკოლის დაფუძვნებაზე, რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე? .

-დიახ, ჩვენ საფეხბურთო სკოლა დიდი ხანია დავაფვუძნეთ, თუმცა როგორც შარშან, ასევე წელს, ის უფასოდ ფუნქციონირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეგვეხმიანოს. ჩვენ ასაკობრივი გუნდები გათავისუფლებული გვყავს გადასახადისაგან. აქვე მინდა წარმატებები ვუსურვო თქვენს სააგენტოს...

რეკლამა