ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ინტერი არ ჩერდება

ინტერი არ ჩერდება
9-03-2021, 12:18
 
   

ანტონიო კონტეს ინტერმა გუშინ ატალანტა 1:0 დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა. ინტერმა ზედიზედ 6 შეხვედრაა იგებს და თანაქალაქელ მილანს 6 ქულით უსწრებს.

_ ჩვენ ვითამაშეთ კარგი გუნდის წინააღმდეგ. სეზონში ყველა დიდ კლუბს ქულები მოვპარეთ. ატალანტა ამჯერად უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე წინა შეხვედრაში, რადგან იცოდნენ, რომ სერიოზულად დავაზიანებდით, – თქვა ნამატჩევს კონტემ.

თავის მხრივ, ატალანტას მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპარინიმ განაცხადა, რომ კარგად ითამაშეს, მაგრამ ერთი უზუსტობის გამო მნიშვნელოვანი 3 ქულა დათმეს.
გასპერინი სადღაც მართალია, რადგან ინტერმა კარში სულ ერთხელ დაარტყა და გაიტანა.

ატალანტა ამ მარცხით მეხუთე ადგილზე გადავიდნენ და რომას საქმე გაუადვილეს. სერია ა-ში კი, ჯერ კიდევ არ გარკვეულა ოთხეულის ვინაობა და დაძაბულობა ბოლომდე იქნება.