ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

კლოპს სამშობლოსთვის არ სცალია

კლოპს სამშობლოსთვის არ სცალია
9-03-2021, 22:00
 
   

გერმანიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბუნდესნაკრებს ზაფხულში დატოვებს.
რასაკვირველია, გერმანელები მაშინვე შეუდგნენ საუკეთესო ვარიანტის ძებნას და, ცხადია, ამ ვერსიებში იურგენ კლოპის სახელმაც გაიჟღერა.

თავად კლოპმა „სქაი სპორტთან“ საუბრისას მტკიცედ უარყო გერმანიის ნაკრების პოტენციური მწვრთნელობა:

_ ვარ თუ არა ხელმისაწვდომი გერმანელთათვის? არა. ვიქნები თუ არა ზაფხულის შემდეგ? ისევ არა. ლივერპულში 3 წელი დამრჩა და ვაპირებ მაქსიმალურად გამოვიყენო. რა თქმა უნდა, ახალ კონტრაქტზეც ხელს მოვაწერ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია.

როგორც ჩანს, გერმანიამ კლოპი დიდი ხნით უნდა გამორიცხოს – ლივერპულის თავკაცს სამშობლოსთვის არ სცალია.