ავტორი: ლევან ქობალია

გიორგი გველესიანი: კლუბისგან ყველა ძლიერ სატურნირო დასაწყისს ელოდა

გიორგი გველესიანი: კლუბისგან ყველა ძლიერ სატურნირო დასაწყისს ელოდა
30-01-2020, 20:32
 
   

წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისის "დინამოს" ყოფილ უკანახაზელთან, გიორგი გველესიანთან რომელიც სრულიად უეცრად მოხვდა ირანის ჩემპიონატში.

- რა არის ის მთავრი მიზეზი რის გამოც დატოვე "დინამო"?

 - უმთავრესი მიზეზი რის გამოც დინამოს და ჩემი ქვეყნის დატოვება მომიწია ეს არის არა სახარბიელო სიტუაცია როგორც საფეხბურთო ასევე ფინანსური კუთხით.

- გსურდა დინამოს დატოვება?

- "დინამოსთან" კიდევ 1 წელი მაკავშირებდა კონტრაქტი და მხოლოდ ეროვნული ლიგის მოგებაზე ვიყავი ორიენტირებული. იმ მომენტისთვის ყველაზე ოპტიმალური შემოთავაზება ირანული გუნდისგან იყო და გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა რა თქმა უნდა დინამოს გულმხურვალე ქომაგად ვრჩები.


- როგორ მიგიღეს კლუბში? ადაბტაციის პროცესი დიდხანს მიდიოდა?

- ახალ კლუბში საკმაოდ თბილად მიმიღეს,ადაპტაციის მომენტი საკმაოდ რთულად დამიდგა აქ ყოფნის პირველ ეტაპზე,რადგან ჩვენგან  აბსოლიტურად განსხვავებული მენტალობის ხალხთან მომიწია შეგუება და  მათი წესებით ცხოვრება.


- როგორი გარემოა ირანში?

- ზოგისთვის ირანი ეგზოტიკასთან ასოცირდება,ზოგი ფიქრობს რომ საშიში ქვეყანაა,მაგრამ ჩემი აზრით ირანი დიდი ისტორიისა პოტენციალის მქონე ქვეყანაა,უბრალოდ ნებისმიერი მცხოვრები განურჩევლად ტურისტისა ვალდებულია პატივი სცეს იმ კანონენბსა და ნორმებს რომლებიც ამ ქვეყანაში არსებობს.

- როგორი ინფრასტრუქტურა ააქვს კლუბს?

- ინფრასტრუქტურულად ყველა კლუბი გამართულია აქ,ყველას აქვს ბუნებრივი საფარი,როგორც სათამაშო ასევე საწვრთნელი.

- უჩივი რაიმეს  ახალ კლუბში? ან სათამაშო პრაქტიკას ან ენის პრობლემას.

- ენის პრობლემას რა თქმა უნდა ვუჩივი,თუმცა ვცდილობ საჭირო სიტყვები ავითვისო.

- როგორ მიმდინარეობს კლუბის საქმეები ჩემპიონატში და რა მოლოდინები გააქვს?

- კლუბისგან ყველა ძლიერ სატურნირო დასაწყისს ელოდა,მაგრამ ესე არ მოხდა,იყო მთელი რიგი პრობლენები რის გამოც ბევრი ქულები დავკარგეთ და ეხლა ცხრილის შუაში ვიმყოფებით.

- რა გაქვს მიზნად დასახული?შეიძლება ვივარაუდოთ  ახალ კლუბში გადასვლა?

- ახალ კლუბზე ჯერ ფიქრი ადრეა,ჩემი მთავარი მიზანია გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს,ეს იქნება ერთგვარი ახალი საიმტერესო გამოწვევა ჩემ კარიერაში.

- რომ იყოს შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან ნებისმიერი კლუბიდან, დაბრუნდებოდი?

- ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ არა პრონოზირებადია,შარშან ამ დროს უკრაინიდან ახალ დაბრუნებული ტრამვას ვიშუშებდი და უგუნდოდ ვიყავი,მერე შვედეთში იყო ინტერესი მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე,შემდეგ დინამოს შევუერთდი და ეხლა ირანში ვარ,ამით იმის თქმა მინდა რომ მოვლენების ამ განვითარებას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი,ანუ გამორიცხული არაფერია.

-რას გვეტყოდი ეროვნულ ნაკრებზე რა არის დღეს გუნდის მთავარი პრობლემა შენი აზრით?

- ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა ის არის რომ შედეგი ვერ ვაჩვენეთ,ვუყურე ბოლო თამაშებს და ნამდვილად თვალში საცემი იყო ფეხბურთელების პროგრესი,იგრძნობოდა მეტი თავდაჯერებულობა,ძალიან გამიხარდება თუ ეს ყველაფერი მომავალ თამაშებში შედეგზეც აისახება

-რას იტყოდი ეროვნულ ჩემპიონატზე? რა არის ის მთავარ რაც აუცილებლად გამოსასწორებელია?

- ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი პრობლემაა,რა თქმა უნდა კარგია რომ ეხლა უფრო შუქდება მატჩები უკეთესი ხარისხის ტრანსლაციებიც გვაქვს ვიდრე წინა წლებში,მაგრამ სხვა საკითხია თუ ეს რამდენად კავშირშია საფეხბურთო დონესთან. მინდა ყველამ მიბაძოს დინამოს პოლიტიკას,ჩაიდოს ინვესტიციები ბავშთა აკადემიებში რომ მხოლოდ დინამო და საბურთალოსგან კი არ მივიღოთ საინტერესო ფედბურთელები არამედ 4-5 ძლიერი აკადემიიდან მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფულთან არის კავშირში და გამოდის რომ უმთავრესი პრობლემა ფინანსებშია.

    Italian Trulli
Image