საფრანგეთის ღია ჩემპიონატი შესაძლოა ისევ გადაიდოს. კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო საფრანგეთმა შესაძლოა თავი შეიკავოს როლანდ გაროსის ჩატარებისგან.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, მოლაპარაკებები საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ისევ მიმდინარეობს.
- ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა დავგეგმოთ.შესაძლოა მაღალი დონის სპორტის სახეობები ისევ აქტიურია,მაგრამ უნდა ვეცადოთ და შევამციროთ კორონავირუსის კლასტერები. - აცხადებს როქსანა მარასინეანუ.
როლანდ გაროსის ტურნირი ერთხელ უკვე გადაიდო და ვადა სექტემბრამდე გადაიწია. შესაძლოა ტურნირი ისევ გადაიდოს ან 2021 წელს საერთოდ არ ჩატარდეს. ეს ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული.