ლაშა დვალი: მართლაც ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა

ლაშა დვალი: მართლაც ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა
30-01-2020, 20:35

Blogsport.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და"პოგონის" ფეხბურთელთან ლაშა დუალთან.

- პირველ რიგში გკითხავდით ეროვნულ ნაკრებზე. რას იტყოდით ამ ორ ამხანაგურ მატჩზე? და კონკრეტულად ბელარუსიასთან დაპირისპირებაზე?

- მართლაც ნაყოფიერი შეკრება გამოდგა, გამოჩნდა რაზე აქვს ნაკრებს სამუშაო. რაც შეეხება ბელარუსთან დაპირისპირებას, ძალიან სანახაოვრივი გამოდგა. ჩემი აზრით შეგვეძლო მოგება და ვიმსახურებდით კიდეც შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე.

- რა შედეგს ელოდები ერთა ლიგის ჩატარებისას? არის იმის ფიქრის საშუალება, რომ ჩვენ გავალთ ევროასპარეზზე?

- რა თქმა უნდა ფიქრის საშუალებაც არია და მიზანიც სვროპაზე გასვლა. ეს ჩვენი ძალიან კარგი შანსია, მთავარია ძალები ვირწმუნოთ და მჯერა, რომ საბოლოოდ საქართველო მოხვდება ამ დიდებულ ჩემპიონატზე.

- ახლანდელი თქვენი მდგომარეობა პოლონეთის ჩემპიონატში. რა არის ის მთავარი მიზეზი, რომ  დღეს კლუბი არც ისე წარმატებულია?

- არის ხოლმე კარიერაში რთული მომენტები, არის ხოლნე თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ და არ გიმართლებს რაღაც არ გამოგდის, თამაშს ვერ იგებ რაღაცა გაკლდება. კომენტატორებიც იძახიან ყველა თამაშზე, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ იმ პოზიციაზე ყოფნას რაზეც დღეს ვართ, უბრალოდ მთავარია არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა, ესეც დიდი გამოცდილებაა და მჯერა, რომ ამოვალთ ამ კრიზისიდან და ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს.

 
- და ის კითხვები რასაც ყველა რესპოდენტს ვეკითხები. როგორ ხედავ დღევანდელ ქართულ რეალობას კლუბებთან დაკავშირებით? რა სჭირდებათ მათ?

- ვუყურებ და ვგულშემატკივრობ საქართველოს ჩემპიონატს, და გული შემტკივა რაც ხდება დღეს. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა არის ის, რომ სოლიდურ სპონსორების მოძიება ჭირს საქართველოში და აქედან გამომდინარე კლუბები გუნდის ბირთვს ვერ ინარჩუნებენ თუნდაც 2-3 წლით და სულ მიდის ეს როტაცია, თუმცა იმედიანად ვარ განწყობილი რადგან კომპეტენტური ხალხი მუშაობს ფედერაციაში და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აიწევს საქართველოს ჩემპიონატი, საშუალო ევროპის ჩემპიონატის დონეზე მაინც.
 

- რომ იყოს შემოთავაზება ქართული კლუბებიდან დაბრუნდებოდი?

-ჩემი ინიციატივით არ დავბრუნდებოდი ამ ეტაპზე იმიტომ, რომ ვუყურებ ჩემპიონატის თამაშებს და დღეს სადაც ვარ დიდი განსხვავებაა აქურ დონესა და საქართველოს ჩემპიობატის დონეს შორის, თუმცა ძალიან მინდა, რომ აიწიოს ჩემპიონატის დონემ ისე, რომ ბევრმა ქართველმა ლეგიონერმა საქართველოში დაბრუნება უკან გადადგმულ ნაბიჯად არ ჩათვალოს.

რეკლამა