გუგა ფალავანდიშვილი: ნამდვილად რთულია სახლის დატოვება

გუგა ფალავანდიშვილი: ნამდვილად რთულია სახლის დატოვება
30-01-2020, 20:40

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პოდბესკიძიე ქართველ ნახევარმცველთან, 24 წლის გუგა ფალავანდიშვილთან.

გუგამ, ეროვნულ ლიგაში გაჩემპიონების შემდეგ "ტორპედო" დატოვა და პოლოენთის რანგით მეორე ლიგაში ბინადარ პოდბესკიძიე გადავიდა. მან კლუბთან ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩვენ დავუკავშირდით მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში გკითხავდი, თუ რატომ დატოვე "ტორპედო"? მითუმეტეს, რომ ის საქართველოს ჩემპიონი კლუბია.

- ნამდვილად რთულია სახლის დატოვება, მაგრამ ობიექტური მიზეზები არსებობს, რომ ჩემი აზრით ფეხბურთელი წინსვლისთვის უნდა მიისწრაფოდეს. ხალხს ჩემი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯი გონია, მაგრამ ნამდვილად შემილია დავარწმუნო ყველა, რომ მცდარია მათი შეხედულება.

- თქვი, რომ შენი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის. შეგიძლია გვითხრა რა განსხვავებაა პოლონეთსა და საქართველოს კლუბებს ან თუნდაც შენს მოქმედ და ყოფილ კლუბებს შორის?

- კლუბების თუ შევადარებთ, "ტორპედო" ნამდვილად აღემატება ძალით, მაგრამ ჩემპიონატის შედარება ნამდვილად არ შეიძლება. აქ გაცილებით მაღალი ტემპია, გაცილებით მეტი სისწრაფეები რაც გეხმარება უკეთ განვითარებაში, ასევე ყოველ თამაშზე იმდენად დიდი დაკვირვებები ხდება, რომ ერთი კარგად ჩატარბული თამაშითაც კი ბევრი გუნდი ინტერესდება შენით.

- ერთ-ერთ გადაცემაში ტორპედოს მხრიდან ითქვა, რომ შენი გადასვლა ტორპეტოდან ამ კლუბში, არ ყოფილა მთავარი ფაქტორი ფული, ფული რომელსაც კლუბი გიხდის. რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა აქ თანხაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. ზაფხულში ტორპედოში რომ დავბრუნდი სხვა, ბევრად მაღალ ანაზღაურებადი შემოთავაზება იყო, მაგრამ ტორპედოს დიდი ადგილი უკავია ჩემ გულში ნამდვილად. ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემს ამბიციებს და ბევრად მეტ შანსს გავყევი. ანაზღაურება მეორეხარისხოვანია.

- როგორც ვიცი ამხანაგურ მატჩში დებიუტი გქონდა. როგორ ფეხბურთს თამაშობს დღეს კლუბი?

- კლუბს აქცენტი შეტევაზე აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ისეთი ჩემპიონატია, რომ ბოლო ადგილოსან გუნდს შეუძლია პირველ ნომრად ეთამაშოს ნებისმიერს, საინტერესო და ძალიან დაძაბული ჩემპიონატია.

- შენი აზრით, რამდენადაა შესაძლებელია, რომ კლუბის ლიდერად ჩამოყალიბდე?

- რაც შეეხება ლიდერობას ეს მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული როგორ წარმოვაჩენ თავს, წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

რეკლამა