ავტორი: ტატო ნიკურაძე

კახელებმა დინამოს მაგრად ებრძოლეს და სეზონში მეორე ფრე ეთამაშეს

კახელებმა დინამოს  მაგრად ებრძოლეს და სეზონში მეორე ფრე ეთამაშეს
12-08-2020, 23:02
 
   

13 წლის შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის დინამო თელავში ჩავიდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. დინამომ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტთან ორი მატჩი ჩაატარა და ვორივე ფრედ დაასრულა. საერთოდაც, კახელებს შეტევით ფაზაში მეტად რომ გამართლებოდათ, შესაძლოა დიდი კახური გამარჯვებაც გვეხილა „კავკასიონი არენაზე".

პირველი ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისით არცთუ სანახაობრივი გამოვიდა. მეორე ტაიმში კი, რევაზ გოცირიძის გუნდი ძალიან აქტიური იყო და რამდენიმე ეპიზოდში დინამო გოლს გადაურჩა. დინამოელთა დაცვას განსაკუთრებულ პრობლემებს შეცვლაზე შემოსული გურამ სამუშია უქმნიდა.
ბოლო წუთებზე, კი თბილისის დინამო ჯერ როინ კვასხვაძემ იხსნა აშკარა გოლისგან, შემდეგ კი კარის ძელმა.

საბოლოოდ, თელავისა და დინამოს დაპირისპირება, მიმდინარე სეზონში, მეორედ დასრულდა უგოლოდ.