ავტორი: ლევან ვარდოსანიძე

დინამოელთა ჯახი ქუთაისში

დინამოელთა ჯახი ქუთაისში
12-09-2020, 00:33
 
   

რამდენიმე საათის წინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბათუმელები თბილისელ თანაკლუბელებს, არც მეტი არც ნაკლები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში შავიზღვისპირელებს ჩემპიონობის ერთ-ერთი საუკეთესო შანსი აქვთ, თუმცა სამწუხაროდ მათთვის უნდა ითქვას, რომ კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, ჯოვინო ფლამარიონი შუა სეზონში გაასხვისა და არ არის გამორიცხული ამან გადამწყვეტი როლი ითამაშის ბათუმური კლუბის ჩემპიონობის საკითხში.

თბილისის დინამოში კი რევოლუციაა, ტირანასთან განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა კახა ჩხეტიანმა, აქტიურად მიდის საუბარი არაერთ სატრანსფერი სიახლეზე.

"პირატებმა" უკანასკნელი ხუთი დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი წააგეს (ისიც უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაკზე), ეროვნულ ლიგაში კი შესაძლო 12-დან 10 ქულა აიღეს.

ანალოგიური სიტუაციაა თბილისელთა ბანაკშიც, კლუბმა უკანასკნელ ხუთ მატჩში, მხოლოდ ტირანასთან წააგო, შიდა ჩემპიონატში კი სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი, გუნდების მოტივაციასა და გამარჯვების მნიშვნელობაზე მრავალი მიზეზის გათვალისწინებით საუბარიც კი ზედმეტია, დანარჩენი კი ქუთაისში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი 12 სექტემბერს, 21:00 საათზე აიღებს სტარტს.