ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

კოსტა და რაბიო გრიზმანის სანაცვლოდ?! - იუვეს და ბარსას მორიგი გაცვალა

კოსტა და რაბიო გრიზმანის სანაცვლოდ?! - იუვეს და ბარსას მორიგი გაცვალა
13-07-2020, 00:41
 
   



გავრცელენული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ბარსელონამ და იუვენტუსმა მორგირი გაცვლა განახორციელონ.

გრიზმანი დუგლას კოსტას და რაბიოს ნაცვლად! საინტერესოა ეს ტრანსფერი იმ კუთხით, რომ გრიზმანმა და რაბიომ ვერ გაამართლეს, თუმცა აქ სხვა ფაქტორებიცაა : გრიზმანს "არასწორ" პოზიციაზე ათამაშებენ, სადაც ის ყველაზე ნაკლებ სარგებელს იძლევა, უმეტეს წილად კი საერთოდ უსარგებლოა. რაც შეეხება რაბიოს ის იმ პოზიციაზე თამაშობს რაც მისია, თუმცა პსჟ-დან წამოსული ძველ ფორმას ვერ დაუბრუნდა.

დიდ კითხვებს აჩენს დუგლას კოსტას ფაქტორი, ფეხბურთელი აშკარად ფორმაშია ტრავმის შემდეგ, მცირედ მოსამატებელს თუ არ ჩავთვლით თამაშის მხრივ. ეს გადაწყვეტილება იუვესთვის რამდენად სარგებლის მომტანია, ეს ნამდვილად სადაოა.

ბარსელონა კი ამ გაცვლით ნახევარდაცვას გააძლიერებს და დამატებით ფლანგელ შემტევს დაიმატებს. კოსტა სწრაფია, ტექნიკურია და ინოვაციურია შეტევაში, შეუძლია ნაზევარ დაცვაშიც. ისაა რაც კატალონიურ კლუბს სჭირდება. რაბიოს ცუდი ფორმის მიუხედავთ არაა გამორიცხული, რომ კატალონიური კლუბის ტაქტიკას მეტად მოერგოს ეს ფეხბურთელი, ვიდრე ბებერი ქალბატონისას.

რა სარგებელს მოუტანს გრიზმანი იუვეს? რთული სათქმელია. ტურინულ კლუბს შეტევაში გემოვნება არ აკლია. მისი პრობლემა მხოლოდ ცენტრია. გრიზმანი კი ფლანგზე ან შემტევის უკან უნდა გამოადგეს ბებერ ქალბატონს, ამ პოზიციებზე კი კლუბს დიდი არჩევანი აქვს: იგივე დუგლას კოსტა, დიბალა, ბერნადესკი.

ნამდვილად საინტერესოა სავარაუდო ტრანსფერის განვითარება და შემდგომი მოვლენები...