ავტორი: აჩი ფევაძე

გოლების წვიმა დერბი ‘’დელა მანდარინაში’’ და დინამო ბათუმის მარტივი სამი ქულა

გოლების წვიმა დერბი ‘’დელა მანდარინაში’’ და დინამო ბათუმის მარტივი სამი ქულა
29-04-2021, 07:49
 
   

ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, აჭარული დერბი ქობულეთელთა გამანადგურებელი მარცხით 1-8 დასრულდა, საგულისხმოა ის, რომ აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გამოვიდა.

ქობულეთის ‘’შუქურა’’ სწრაფი გოლით მე-15 წუთზე დაწინაურდა, ლევან ინგოროყვამ ინდივიდუალურად კარგი თამაშის ხარჯზე ჩამოიშორა მეტოქე და ლაზარე კუპატაძის კარის ბადე შეარხია, ლევანმა სადებიუტო გოლის გატანა შეძლო, გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები ცხადია გააქტიურდნენ რამაც საბოლოოდ მოიტანა შედეგი და ‘’დინამომ’’ მატჩის მე-20 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც გოლად გარდასახა ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ბათუმელთა მე-17 ნომერმა უძლიერესი დარტყმით აიღო ლუკა შეროზიას კარი, მიღებული ბურთის შემდეგ ‘’ვიკინგები’’ თითქოს პანიკაში ჩავარდნენ და იმრავლა შეცდომებმა პოზიციური შეტევების დროს, მატჩის 23-ე წუთზე ლუკაშ გროცურეკმა აიღო ქობულეთელთა კარი, ავსტრიელისთვის გატანილი გოლი ბათუმის ‘’დინამოს’’ შემადგენლობაში სადაბიუტო გამოვიდა, ლუკაშმა გატანიდან 5 წუთში მეორედაც აიღო ‘’შუქურას’’ კარი, ტაიმის ბოლოს ფანცულაიამაც შეძლო თავის გამოჩენა, საბოლოოდ კი პირველი ნახევარი 1-4 დასრულდა, მე-2 ტაიმში სრული ბენეფისი მოუწყვეს დინამოს ფეხბურთელებმა ‘’შუქურას’’, ჯიღაურის გოლის შემდეგ უკვე ნათელი იყო, რომ დარჩენილი დრო უბრალოდ ფორმალობა იქნებოდა, ჯაბა ჯიღაურის შემდეგ თავის გამოჩენა შეხვედრის 69-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ შეძლო და დუბლი შეასრულა, ასევე დუბლით დაასრულა მატჩი ჯაბა ჯიღაურმაც, 28 წლის ფეხბურთელმა 76-ე წუთზე აიღო მეორედ მეტოქის კარი, საბოლოოდ კი მატჩს წერტილი 89-ე წუთზე გიორგი ზარიამ დაუსვა, გიორგიმ ბათუმის ‘’დინამოს’’ შემადგენლობაში პირველად გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ბათუმის ‘’დინამოს’’ სათამაშო სტილი შეცვლილი ჰქონდა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ისინი ნაკლებად უტევდნენ პოზიციურად და გატანილი გოლები კონტრშეტევების დროს სწრაფმა და დროულმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა, ცნობილია, რომ გია გეგუჩაძის გუნდს, უჭირს მომენტების შექმნა, რეალიზება მათთვის ნაკლებად პრობლემატურია, ეს დღევანდელ მატჩშიც დადასტურდა, დინამოელებმა 9-ჯერ დაარტყეს და 8 შემთხვევაში კარში დარტყმა გოლით დასრულდა.

ბათუმის ‘’დინამო’’ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე პირველ პოზიციაზე აღზევდა, გია გეგუჩაძის გუნდი თბილისის ‘’დინამოს’’ მატჩის დასრულებას დაელოდება, რაც შეეხება ‘’შუქურას’’ ქობულეთლები ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან 13 ქულით. შემდეგ ტურში ‘’დინამო’’ ბათუმი ‘’დინამო’’ თბილისს უმასპინძლებს 8 მაისს, ხოლო ქობულეთის ‘’შუქურა’’ ასევე 8 მაისს სამტრედიას ესტუმრება.