ავტორი: აჩი ფევაძე

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენთან გაახანგრძლივებს

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენთან გაახანგრძლივებს
8-05-2021, 02:23
 
   

29 წლის ბრაზილიელი პსჟსთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ფრანგული L'Équipe წერს.

ნეიმარი ახალი ხელშეკრულების მიხედვით 2026 წლამდე იქნება პარიზული გუნდის საკუთრებაში, წელიწადში კი გასამრჯელოს სახით 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი უზარმაზარ ბონუსს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ მომდევნო წლებში შეძლებს პარიზულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას.