ავტორი: აჩი ფევაძე

ზიზუ მომავალზე არ საუბრობს

ზიზუ მომავალზე არ საუბრობს
8-05-2021, 16:30
 
   

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალთან ახალი ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს. როგორც ცნობილია სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დარჩება თუ არა ის გუნდში.

48 წლის ფრანგ სპეციალისტს ახლა მხოლოდ ლა ლიგის ფინალურ მატჩებზე სურს ფოკუსირება.

ზიზუს წასვლის შემთხვევაში ფლორენტინო პერესი მასიმილიანო ალეგრის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას განიხილავს.

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალში 3 წლიანი ზღაპრული სეზონის შემდეგ 2019 წლის 3 ნოემბერს დაბრუნდა, მან გასულ წელს მოახერხა მადრიდის რეალისთვის 34-ე ლა ლიგის მოგება და იგივეს გაკეთების შესაძლებლობა მიმდინარე სეზონშიც აქვს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რეალი ცხრილში მეორეა 74 ქულით, ასევე 74 ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ ბარსელონას, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო მადრიდელები მე-2 პოზიციას ინარჩუნებენ, ხოლო გათამაშების ლიდერ ატლეტიკოსთან სხვაობა 2 ქულაა.