ავტორი: აჩი ფევაძე

სალერნიტანა სერია ა-ში დაბრუნდა

სალერნიტანა სერია ა-ში დაბრუნდა
10-05-2021, 18:52
 
   

დღეს სერია ბ-ს 2020/21 წლების სეზონი დასრულდა, სალერნიტანა 23 წლიანი პაუზის შენდეგ იტალიის სერია ა-ში ითამაშებს.

ფაბრიციო კასტორის გუნდმა ბოლო ტურში პესკარაში კარგი მე-2 ტაიმის ხარჯზე მარტივი გამარჯვება იზეიმა(0-3) და სერია ა-ში თამაშის უფლება მოიპოვა. სალერნიტანამ სეზონი 69 ქულით დაასრულა, ისინი სერია ა-ში სერია ბ-ს ჩემპიონ ემპოლისთან ერთად აღზევდნენ.

მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფი მონცა და ლეჩე პლეი-ოფის ნახევარფინალს ითამაშებენ, ხოლო ვენეცია, ჩიტადელა, ბრეშა და კიევო 1/4 ფინალიდან ეცდებიან სერია ა-ს საგზურის მოპოვებას.