ავტორი: აჩი ფევაძე

ფლიკი გერმანიასთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ფლიკი გერმანიასთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს
10-05-2021, 20:55
 
   

როგორც ცნობილია ჰანსი ფლიკი სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს ტოვებს, ადგილობრივი პრესა Abendzeitung Munich წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 56 წლის მწვრთნელი გერმანიის ეროვნულ გუნთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნის პირველ მატჩს 2019 წლის 6 ნოემბერს გაუძღვა, კოვაჩის გაშვების შემდეგ როგორც მწვრთნელის ასისტენტი. წარმატებული სადებიუტო მატჩის შემდეგ კი ბაიერნის ხელმძღვანელობამ ფლიკი დეკემბერში სეზონის ბოლომდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. შედეგიანობის გამო აპრილში მან კონტრაქტი მიიღო რომელიც 2023 წლამდე გუნდში დარჩენას ითვალისწონებდა, გამოცხადებული ნდობის საპასუხოდ გერმანელმა მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტრემბლი მოიგო და გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. მიმდინარე სეზონში ბაიერნი 31-ედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ჰანსი ფლიკი კი “რეკორდმაისტერს” გამარჯვებული დატოვებს.