ავტორი: აჩი ფევაძე

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოსთვის ბრძოლას აგრძელებს

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოსთვის ბრძოლას აგრძელებს
11-05-2021, 02:19
 
   

21 წლის ინგლისელი ფეხბურთელით გაძლიერებას მანჩესტერ იუნაიტედი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ეცდება.

ისინი მზად არიან სანჩოსთვის დორტმუნდს 90 მილიონი ევრო გადაუზადოს.

როგორც ცნობილია სანჩოს მანჩესტერ სიტის ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი, კიდევ უფრო ადრე კი ის უოტფორდის ახალგაზრდულ გუნდში ასპარაზობდა. ინგლისელი გარემარბი დორტმუნდმა 2017 წელს 7.8 მილიონ ევროდ შეიძინა.

დორტმუნდის შემადგენლობაში მან 102 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, მინდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 24 ჩატარებულ მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასია. სანჩოს დორტმუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.