ავტორი: ლევან ქობალია

ალეგრი: დღევანდელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს ვერაფერს ვეტყვი

ალეგრი: დღევანდელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს ვერაფერს ვეტყვი
28-11-2021, 21:17
 
   

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის იუვენტუსმა მორიგი მარცხი განიცადა. „ბებერმა ქალბატონმა“ ატალანტას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილაიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

მასიმილიანო ალეგრი:
დღევანდელი მატჩი ლაციოსთან და ფიორენტინასთან დაპირისპირებას ჰგავდა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ის მომენტები, რომლებიც შევქმენით.

ვჩქარობდით და ვნერვიულობდით. როდესაც დიდ ხანს გოლი ვერ გაგაქვს, ნერვიულობა და უზუსტობა მატულობს. მუშაობას გავაგრძელებთ და ხარისხის გამოსწორებას ვეცდებით. არის მომენტები, როდესაც საქმეები კარგად არ მისდის, მაგრამ მჯერა დღევანდელი იუვენტუსი ძლიერია და მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ჩემი გუნდის მჯერა და დღევანდელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს ვერაფერს ვეტყვი.

სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე არ ვიმყოფებით, თუმცა ამ საფეხურზე ყოფნა დავიმსახურეთ. მშვიდად მუშაობისთვის ზედმეტი ზეწოლა უნდა მოვიშოროთ. მოდით ყველამ ერთად ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ და ეს სალერნიტანასთან გავაკეთოთ, თუმცა არც იქ გველოდება ადვილი შეხვედრა.