ქუთაისის ტორპედომ არსებული დავალიანება სრულად დაფარა და მომავალი სეზონისთვის მომზადებას განაგრძობს. უკვე, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალ სეზონში რიონისპირელთა ღირსებას 33 წლის გამოცდილი მეკარე დინო ჰამზიჩი დაიცავს, რომელიც 2016-2020 წლებში ჩიხურას შემადგენლობაში გამოდიოდა.
ასევე, Blogsport.ge-ს ინფორმაციით ქუთაისის ტორპედო პალესტინელ ფორვარდ, ფადი ზიდანთან, აწარმოებს მოლაპარაკებებს და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
27 წლის ფეხბურთელს კარიერის უდიდესი ნაწილი ისრაელში აქვს გატარებული
.