ავტორი: ტატო ნიკურაძე

ექსკლუზივი | არქი ჯგუფი სამტრედიას ტოვებს

ექსკლუზივი | არქი ჯგუფი სამტრედიას ტოვებს
30-01-2021, 21:55
 
   

კიდევ ერთი ფინანსური და სპორტული კრიზისი ქართულ ფეხბურთში. მსოფლიო პანდემიამ ყველა სფეროს დაატყო კვალი და მათ შორის ფეხბურთსაც. ქუთაისის ტორპედომ დავალიანება კი დაფარა და ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ პრობლემები, ამჯერად სამტრედიას აქვს. Blogsport.ge-ს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბი სამტრედია არქი ჯგუფმა დატოვა და მომავალ სეზონში გუნდს არ დააფინანსებს.

ასევე, წყარო გვეუბნება, რომ იმერლებს ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში გიორგი მიქაძეც აღარ უხელმძღვანელებს.

რამდენიმე ხნის წინ, საფეხბურთო კლუბ სამტრედიას სპორტული დირექტორი, მიხეილ ხუციშვილი, აღნიშნავდა, რომ კლუბი ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდებოდა, რომ მოსამზედებელი პროცესი და სამომავლო გეგმები დაესახათ, მაგრამ კლუბში დღემდე ბუნდოვანი მომავალია. ფეხბურთელებს კონტრაქტები დაუმთავრდათ და მათთან ახალი კონტრაქტები არ გაფორმებულა. ასე რომ, ამ დროისთვის, სამტრედიაში არცერთი ფეხბურთელი არ ირიცხება.

შეგახსენებთ, სამტრედია, რომელმაც ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა, უკვე ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდში ამ დრომდე გაურკვეველი სიტუაციაა. იმერლებს, ჯერ არც შეკრება დაუწყიათ.