ავტორი: ტატო ნიკურაძე

იჯარა გახანგრძლივდა-გუგეშაშვილი დილაშია

იჯარა გახანგრძლივდა-გუგეშაშვილი დილაშია
31-01-2021, 19:51
 
   

ზუსტად, ერთი თვე რჩება საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე. გუნდები ბოლო მოსამზადებელ ეტაპზე არიან. რა თქმა უნდა, გულშემატკივრის განსაკუთრებული ინტერესი იმ ოთხ გუნდზეა, რომლებმაც საქართველო ევროსარბიელზე უნდა წარმოადგინონ.

ერთ-ერთი მათგანი გორის დილაა. შიდა ქართლელები 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროსარბიელს დაუბრუნდნენ . მომავალ სეზონში გორელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო უხელმძღვანელებს და კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატა.

უკვე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელსაც გორის დილას ღირსებას დაიცავს. გასული სეზონის დასრულების შემდეგ, იგი იაგელონიას შეკრებაზეც იმყოფებოდა, მაგრამ პოლონელებმა 21 წლის ქართველი მეკარე, იჯარის წესით, ამჯერადაც, დილას დაუთმეს.

ლუკა გუგეშაშვილი, უკვე გორშია და დღეს ვიტ ჯორჯიასთან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.