ავტორი: ტატო ნიკურაძე

სამტრედიელთა ახალი მწვრთნელი ფეხბურთელების გარეშეა

სამტრედიელთა ახალი მწვრთნელი ფეხბურთელების გარეშეა
6-02-2021, 01:15
 
   

საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში გაურკვეველი სიტუაციაა. რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ კლუბი დეველოპერულმა კომპანია "არქი ჯგუფმა" დატოვა. ახლა კი, ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელიც – გიორგი მიქაძე და იმერლებს აღარ უხელმძღვანელებს.

გავარკვიეთ, რომ მოახლოვებულ სეზონში გუნდს სათავეში ლერი მეგინეიშვილი ჩაუდგება, რომელიც ბოლოს სამტრედიის ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა, მანამდე კი, სამტრედიაში გელა სანაიასა და უჩა სოსიაშვილის ასისტენტი იყო.

აქვე გეტყვით, რომ ფინანსური კრიზისის გამო, სამტრედიას ჯერ არც ვარჯიში დაუწყია. თუმცა, როგორ დაიწყებდა – ოფიციალურად კლუბში არცერთი ფეხბურთელი არ ირიცხება.