ავტორი: ტატო ნიკურაძე

ბახვა კობახიძე: ღირსეულად ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასაცავად

ბახვა კობახიძე: ღირსეულად ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასაცავად
8-02-2021, 22:15
 
   

ქართულ რაგბიში დაძაბული და გაურკვეველი სიტუაცია გრძელდება. 2020 წლის 30 დეკემბერს სარაგბო კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარებული საარჩევნო ყრილობის შედეგები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გახდა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრია. მიზეზად კი, ლაშა (ბაჩო) ხურციძის საჩივარი დაასახელა, რომელშიც ხურციძე არჩევნების არალეგიტიმურობას ამტკიცებდა. საბოლოოდ, რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაგბის კავშირის არჩევნებზე პოლიტკურ ჩარევაზე საუბრობენ ვეტერანი მორაგბეები. Blogsport.ge საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს ბახვა კობახიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა.

- როგორც სჩანს, ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. რაგბი ღირსეულების თამაშია და ჩვენც ღირსეულად, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასაცავად. ერთეული ადამიანების ინტერესებს ქართული რაგბი არ უნდა შეეწიროს.

რუსეთთან თამაში ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ რაგბიში ახალი ძალა და ახალი ხედვებია საჭირო.
-ამბობს ბახვა კობახიძე.