ავტორი: ტატო ნიკურაძე

დინამოს მეხუთე მარცხი თურქეთში, დემჩენკომ მოგებით დაიწყო

დინამოს მეხუთე მარცხი თურქეთში, დემჩენკომ მოგებით დაიწყო
8-02-2021, 23:04
 
   

საქართველოში საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირაა დარჩენილი. რამდენიმე კლუბი, უკვე ამთავრებს შეკრებას. ზოგიც ახლა იწყებს. საფეხბურთო კლუბ სამტრედიას კი, ჯერაც არ დაუწყია.

ქართული გუნდების უმრავლესობა ზამთრის შეკრებას თურქეთში ატარებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. დღეს, ანტალიაში, დაბა ბელეკში, ქართულ-რუსული სპარინგ მატჩები ვიხილეთ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რუსულ სოჭისთან 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თურქულ შეკრებაზე 7-დან 5 მატჩი წააგო. ასევე, რუსულ როსტოვს ესპარინგა თბილისის ლოკომოტივი, რომელიც 1:4 დამარცხდა.

რუსების წინააღმდეგ ქართული ფეხბურთის ღირსება გორის დილამ დაიცვა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი კრასნოდარის ყუბანს დაუპირისპირდა და ამოს ნონდის გოლით 1:0 იმარჯვა.