ავტორი: ტატო ნიკურაძე

ორი აგურის ამბავი

ორი აგურის ამბავი
20-02-2021, 17:03
 
   

"რაგბი ჩვენია თამაშია"; "ბრძოლაში ბედნიერნი" - რომელ ჩვენს თაამაშზეა საუბარი, მაშინ, როდესაც, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის დიდი 12-ის გუნდი თამაშზე განაცხადს ვერ ავსებს და მხოლოდ 15 კაცით გადის სათამაშოდ. ეს ყველაფერი არ არის. შეხვედრის 72-ე წუთზე დამტვრეული მოთამაშე რომ შეეცვალათ არავინ ჰყავდათ მარქაფაში და თამაში შეწყდა. ეს გუნდი გორის ჯიქია, რომელიც 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, დღეს კი, იმდენი ხალხიც ვერ შეკრიბა, რომ 23-კაციანი სამატჩო განაცხადი შეევსო.
დიდი 12-ის პირველი ეტაპის მეცხრე ტურის შეხვედრაში ბათუმი გორის ჯიქს ესტუმრა და 72-წუთიანი "ბრძოლის" შემდეგ, ასტრონომიული ანგარიშით 139:3 დაამარცხა. რა ვიცი, ამ მატჩზე დასაწერი ბევრი არაფერია. მოედანზე ერთი გუნდი იყო და გორელები ისე ჩანდა, რომ მხოლოდ იმიტომ გამოვიდნენ მოედანზე წაგება არ ჩათვლოდათ და დისკვალიფიკაცია არ მიეღოთ.

მივულოცოთ ბათუმს ეს გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ, მაგრამ ეს ამბავი არც ბათუმისთვისაა მისალოცი. ქართული რაგბი ძალიან ღრმა კრიზისშია და სასწრაფოდ შველა სჭირდება. ერთი გუნდი მეორეს 136 ქულიანი სხვაობით რომ ამარცხებს საამაყო რეკორდი ნამდვილად არაა და რაგბის კავშირის გვერდმა "feeling proud" ემოციით კი არ უნდა გააზიაროს, ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში...

ეს იცით რისი ბრალია?! მთელი ამდენი წლების განმავლობაში რაგბის კავშირი რომ ჩაკეტილი ორგანო იყო და ყველაფერი ხოლოდ სარაგბო ოჯახში წყდებოდა. ჰოდა, გქონდეთ ბატონო ეს რაგბი თქვენს "სარაგბო ოჯახში" და იამაყეთ ამ სამარცხვინო რეკორდებით. და კიდევ, კარგად ჩაიკეტეთ გამგეობის სხდომებზე ბატონებო და ჟურნალისტებს კომენტარიც არ მისცეთ.

ბოდით აღელვებისთვის, მაგრამ რაგბი არც ჩვენი თამაშია ჯერ და გორელების მითუმეტეს.