ავტორი: ლევან ქობალია

საქართველომ ბრძოლაში წააგო

საქართველომ ბრძოლაში წააგო
21-02-2021, 21:12
 
   

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისური „ბაბლი“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ორი წაგებით დაასრულა.
დღეს ილიას ზუროსის გუნდი ფინელებს დაუპირისპირდა, ბევრი იბრძოლა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ჩვენებმა მხოლოდ ერთი მეოთხედი ჩაატარეს მაღალ დონეზე და მოგების შანსიც მიიღეს. არადა, შესვენებამდე ცუდი კალათბურთი ითამაშეს, ფინელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და ერთი პერიოდი 22 ქულასაც იგდბებ. დიდი შესვენებაზე კი, 49:30 შევიდნენ.

მესამე მეოთხედი უკვე მთლიანად ჩვენი იყო. მეტოქეს გასაქანი არ მივეცით, დაცვა მწყობრად იდგა, შეტევაშიც კარგად გამოვიყურებოდით და ბოლო 10-წუთეულის წინ, ანგარიში უკვე თანაბარი იყო.

შანსი გაჩნდა, მაგრამ ძალები არ გვეყო და 70:78 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე სერბები გავიდნენ, მესამე ადგილი და ევროსაგზური ფინელებს დარჩა, ხოლო შვეიცარია ბოლო, მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ამ შესარჩევ ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან, როგორც მასპინძლებს, ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებულია.