ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ვენგერმა მბაპე პელეს გაუტოლა

ვენგერმა მბაპე პელეს გაუტოლა
3-03-2021, 21:01
 
   


ფრანგულმა მედიამ ლეგენდარულ მწვრთნელ არსენ ვენგერს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემა იყო, მაგრამ ყველაზე ყურადსაღები კილიან მბაპეზე საუბარი გამოდგა.

- სიმწიფეში კილიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ის მოედანზე ფოკუსირდება. ასაკის მატებასთან ერთად, ეფექტურობა გაეზრდება და თანაბრად შეძლებს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე ძლიერად თამაშს, – განაცხადა ვენგერმა.

ვენგერმა მბაპეს პარალელი პელესთან გაავლო და თქვა, რომ ერთი მუნდიალი მოიგო, რაც კარგი დასაწყისია და შესაძლოა პელეს რეკორდიც გაიმეოროს.

_ ის განვითრდება პარიზში, ან სულაც მადრიდში. მისი ადგილი დიდ კლუბშია, სადაც სტაბილურად თამაშს შეძლებს. რას მოველი კილიანისგან? მოველი რომ სისწრაფეს გააუმჯობესებს და სტაბილურობას შეინარჩნებს, – დასძინა ფრანგმა სპეციალისტმა.

ფრანგმა მწვრთნელმა ასევე განაცხადა რომ ხალხს კილიანის დაფასება უჭირს, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანისა და ტიერი ანრის შემთხვევაშიც ასე მოხდა და ისინი კარიერის დასრულების შემდეგ უფრო შეიყვარეს.
იმედია მბაპე ვენგერისა და გულშემატკივრის მოლოდინებს გაამართლებს
.