ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

რამოსი რეალს მაგიდასთან ელაპარაკება

რამოსი რეალს მაგიდასთან ელაპარაკება
6-03-2021, 16:00
 
   

მადრიდის რეალის კაპიტნის, სერხიო რამოსის კონტრაქტის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მცველის რამდენიმე განცხადებით ცხადი გახდა, რომ რეალი საქმეს აჭიანურებს, მაგრამ საქმის ახალი დეტალები უკვე გაირკვა.

რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის გულახდილი საუბარი მრგვალ მაგიდასთან შედგა. იმ შემთხვევაში, თუ რამოსი კონტრაქტს მარტის ბოლომდე ვერ მიიღებს, კლუბის წესებით თანახმად მისი მოუწევს.

უკვე ცნობილი გახდა რომ რამოსს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს რეალში მინიმუმ 2 წელი სჭირდება. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. თანაც, რეალს აქვს რამოსის ალტერნატივა, ხოლო რამოსს – რეალის.
ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები.