ავტორი: ლევან ქობალია

ბათუმის დინამო გალიდერდა

ბათუმის დინამო გალიდერდა
13-03-2021, 21:31
 
   

ჩინებულ ფორმაშია გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის დინამო, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე" გათამაშების უიმედო აუტსაიდერი სამტრედია 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი ნიქაბაძემ (პენალტი) და გიორგი ფანცულაიამ შეაგდეს.

ბათუმელებმა მატჩის სტარტზევე მიიღეს უპირატესობა. ნიქაბაძემ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. დანარჩენი შეხვედრაც მთლიანად ზღვისპირელთა კარნახით მიმდინარეობდა და ფანცულაიას გოლიც ლოგიკური იყო, რომელიც მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გავიდა.

გია ცეცაძის გუნდზე კი, დიდად საქებარს ვერაფერს გეტყვით – იმერლები საშინელ სათამაშო ფორმაში იმყოფებიან, მათი მწვრთნელი კი, ამ შედეგებით თანამდებობის დატოვების უმთავრესი კანდიდატი გახლავთ. ალბათ ყველაფერს მომდევნო ტური გადაწყვეტს, სადაც სამტრედია გია ჭიაბრიშვილის ასევე არცთუ სახარბიელო ფორმაში მყოფ დედაქალაქურ ლოკომოტივს დაუხვდება.

ბათუმში ჩატარებულ შეხვედრას თუ დავუბრუნდებით, იგი მთლად კორექტული ვერ გამოდგა, რადგან მთავარ არბიტრს ჯიბიდან 5-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება.

სამტრედიელთა მორიგ დაპირისპირებაზე უკვე გითხარით, ერთპიროვნული ლიდერები კი მომდევნო მატჩს თბილისში საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.