ავტორი: ლევან ქობალია

სამტრედიალთა ნანატრი გამარჯვება

სამტრედიალთა ნანატრი გამარჯვება
2-04-2021, 17:25
 
   

ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლებულ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ნანატრი პირველი ქულები მოიპოვა გია ცეცაძის სამტრედიამ,რომელმაც იმერულ დერბიში წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა.

მატჩი ძირითადად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და გუნდები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ,ვიდრე შეტევაზე,რის გამოც ესთეტიკური თვალსაზრისით ფრიად მოსაწყენი შეხვედრა გამოვიდა.

ერთადერთი გოლი 71 წუთზე მათე კვირკვიამ გაიტანა,საგოლე პასი კი მას 4 წუთით ადრე დავით ჯიქიას ნაცვლად შემოსულმა ოთარ კობახიძემ მიაწოდა.

შეხვედრის დაძაბულობიდან გამომდინარე მოთამაშეებს უხეშობაც საკმაოდ უწევდათ,რაც მთავარ არბიტრ გიორგი ვარდიძისთვის საკმარისი აღმოჩნდა ბარათების საფრიალებლად,ვარდიძემ საერთო ჯამში 7 ფეხბურთელი გააფრთხილა-ლუკმენ ჯილმორი,ლუკა ასათიანი,ანდრო გიორგაძე,ნიკა კალანდარიშვილი, პაპუნა ფონიავა,თამაზ ცეცხლაძე და გივი იოსელიანი.

გათამაშების სტარტთან შედარებით ხასიათზე მოსული სამტრედიელები მომდევნო მატჩს 6 აპრილს ისევ იმერულ ტორპედოსთან ჩაატარებენ,უჩა სოსიაშვილის შეგირდები კი დედაქალაქს ესტუმრებიან ლოკომოტივთან საპაექროდ.