ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ქუთაისელთა ბათუმური ტრიუმფი

ქუთაისელთა ბათუმური ტრიუმფი
4-04-2021, 16:45
 
   

კოტე ტუღუშის ქუთაისმა მორიგი ქულები ჩაიწერა აქტივში,ამჯერად უშუალო კონკურენტ ბათუმთან და ერთპიროვნულ ლიდერ რუსთავს საკმაოდ მიუახლოვდა.
ქულა-ქულაში დაწყებული მატჩი მეორე პერიოდიდან ტუღუშის გუნდის საგრძნობი უპირატესობით გაგრძელდა,ქუთათურებმა გადამწყვეტ ჰანდიკაპს სწორედ შეხვედრის ამ ნაწილში უწიეს და დიდ შესვენებაზე 56:49 იგებდნენ.

მეორე ნახევარში ისევ იმერლები ლიდერობდნენ და უმნიშვნელო ჩავარდნებს თუ არ ჩავთვლით თამაში მათ მიჰყავდათ,საბოლოოდ რთულ მეტოქესთან ტორპედომ 101:90 იმარჯვა და მომდევნო ტურში თბილისის კაკტუსის დასახვედრად ემზადება,რომელიც ცხრილის შუა ნაწილშია მოკალათებული.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეები ჟოელ ალმეიდა(29)და აკაკი დვალიშვილი(26)გახდნენ ქუთაისელთა მხრიდან,ბათუმელთაგან კი გამოსარჩევი ამერიკელი ენდი ჯონსონის გარჯა გახლდათ,რომელიც 16 ქულით შეფასდა.ზღვისპირელები შემდეგ შეხვედრას ერთ-ერთ აუტსაიდერ თბილისის ოლიმპთან გამართავენ.