ავტორი: ლევან ქობალია

იმერული ფრე

იმერული ფრე
6-04-2021, 19:03
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი მე-7 ტური ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა,სადაც ადგილობრივი სამტრედია ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა.

უგოლო მატჩის მიუხედავად შეხვედრა ცუდი საყურებელი არ გახლდათ,დიდწილად წინა ტურში ნავსის გამტეხი და გამარჯვებული გია ცეცაძის სამტრედიის ხარჯზე.

61-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მასპინძელთა მიერ გატანილი გოლი ფრიად საეჭვო თამაშგარის გამო გააუქმა,რასაც სამტრედიელთა ფიცხელი,თუმცა უშედეგო პროტესტი მოჰყვა.საბოლოოდ ქუთათურებმა ნულოვანი ყაიმის შენარჩუნება მოახერხეს და მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მომდევნო ტურს სამტრედია 11 აპრილს დინამო არენაზე შეხვდება,მიხეილ აშვეთიას შეგირდები კი იმავე დღეს ლოკომოტივს დაუხვდებიან „მამაქალაქში“.