ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ოთხგოლიანი თრილერი ვაკეში

ოთხგოლიანი თრილერი ვაკეში
11-04-2021, 19:38
 
   

ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ლევან კორღალიძის მოფერიანებული საბურთალო შორეულ დასავლეთიდან ჩამოსულ შუქურას დაუზავდა.არადა ქობულეთელები 74-ე წუთისათვის 2-0 იმარჯვებდნენ,მაგრამ იური ტაბატაძის ორწუთიან მონაკვეთში შესრულებულმა დუბლმა საბურთალოს ქულა მოუტანა.

შუქურას მხრიდან საუკეთესო უდავოდ ზურაბ მუსელიანი გახლდათ,რომელმაც მატჩის დებიუტში ჯერ მიშიკო სარდალიშვილს გაატანინა,მე-60 წუთზე კი თავად დაამწუხრა ოთო გოშაძე.

კორღალიძის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას,რომ რთული ანგარიშისა და დროის სიმცირის მიუხედავად არ გატყდნენ და გაყაიმება მალევე შეძლეს,იური ტაბატაძემ ჯერ თავად მოახერხა გატანა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე,შემდეგ კი აკაკი შულაიას დაუფასა გარჯა და მისი საგოლე გადაცემა შეიშნოვა.

როგორც ასეთ დაძაბულ შეხვედრას შეეფერება,იგი უხეში და მძიმე აღმოჩნდა დისციპლინის მხრივ,მსაჯმა გიორგ ყრუაშვილმა გიორგი ლაცაბიძე,კახა კაკაშვილი,ზურაბ მუსელიანი,თორნიკე ძებნიაური,გიორგი ჩელებაძე,გურამ გურეშიძე და ჟეფერსონ ჟერალდუ გააფრთხილა,ნიკა მალს კი თამაშის მიწურულს მეორე გაფრთხილების გამო მოედან დაატოვებინა.

მომდევნო ტურში საბურთალო სამტრედიას ესტუმრება და ეროსი მანჯგალაძეზე გამართავს შეხვედრას. გიორგი შაშიაშვილის ბიჭები კი, თელავს მიიღებენ.