ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ლევან კორღალიძემ საბურთალო დატოვა

ლევან კორღალიძემ საბურთალო დატოვა
11-04-2021, 20:39
 
   

ქობულეთის შუქურასთან ნათამაშები ყაიმის(2-2) შემდეგ საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.კორღალიძემ ამის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა გახდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის პოსტის დატოვების მიზეზი,რადგან დეტალების გახმაურებისაგან მანაც და საბურთალოს ხელმძღვანელებმაც უარი განაცხადეს. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება საბურთალოელთა მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები არადამაკმაყოილებელი შედეგები.

ასევე უცნობია თბილისური კლუბის მომავალი მწვრთნელის ვინაობა, ამ ეტაპზე, ახალი მწვრთნელის პოვნამდე შემდეგი შეხვედრისთვის გუნდს კორღალიძის ასისტენტი მოამზადებს.