ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

კორღალიძემ გადაწყვეტილება განმარტა

კორღალიძემ გადაწყვეტილება განმარტა
13-04-2021, 16:59
 
   

ლევან კორღალიძემ, მის წასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რამდენიმე ადგილას დაიწერა და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი კლუბიდან წასვლა ჩემ მიერ დინამო თბილისი–საბურთალო მატჩისშემდგომ გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირდება. ეს იყო პირადი აღშფოთება კონკრეტულად იმ თამაშში მსაჯის უხეში შეცდომების მისამართით. კლუბში არც ფინანსური კრიზისი ყოფილა. უბრალოდ, სეზონის სტარტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორიც გვსურდა. ბევრი ქულები დავკარგეთ და ვერ ვმოქმედებდით დამაჯერებლად. სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება საბურთალო დამეტოვებინა. - განაცხადა მან.

როგორც აღმოჩნდა, კორღალიძის პოსტიდან გადადგომა მხოლოდ გუნდის ცუდი შედეგებისა და მისი უკმაყოფილების გამო მოხდა
.