ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

დამთხვევა თუ შორსჭრეტა? ვენგერი სუპერლიგაზე საუბრობდა

დამთხვევა თუ შორსჭრეტა? ვენგერი სუპერლიგაზე საუბრობდა
19-04-2021, 14:12
 
   

ლონდონის არსენალის ყოფილი მენეჯერი არსენ ვენგერი სუპერლიგის შექმნას ჯერ არ გამოხმაურებია. მიუხედავად ამისა, გულშემატკივერებმა გაიხსენეს ფრანგის ნათქვამი სიტყვები,რომელმაც თითქოს იწინასწარმეტყველა სუპერლიგა.

- შესაძლოა 10 წელიწადში ევრპოპული ლიგა ჩამოყალიბდეს... ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული თანხა არ იქნება საკმარისი ზოგიერთი გუნდისთვის. - ამბობდა ვენგერუ ჯერ კიდევ 2009 წელს.

2018 წელს ისევ გააკეთა იმავე შინაარსის კომენტარი: - ახალი ლიგის შექმნა გარდაუვალია. სხვაგვარად გუნდები ფინანსურ ზარალს განიცდიან.

გულშემატკივართათვის სწორედ ფინანსური საკითხია პრობლემატური. ზოგს მიაჩნია რომ ახალი ლიგის გარეშეც შესაძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა, ზოგი კი ახალ ლიგაში ჩემპიონთა ლიგის დაკნინებას და ნამდვილი ფეხბურთის გაქრობას ხედავს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი
.