ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ბასილაშვილმა ისევ წააგო...

ბასილაშვილმა ისევ წააგო...
19-04-2021, 16:14
 
   

დღეს ბარსელონას მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟერემი შარდის დაუპირისპირდა და ანგარიშთ 6:3, 4:6, 6:3 დამარცხდა.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. შარდიმ მოახერხა და 3 გეიმი ზედიზედ მოიგო. მიუხედავად ნიკოლოზის მცდელობებისა, ამ დიდმა უპირატესობამ ფრანგს პირველ სეტში გამარჯვება მოუტანა.

მეორე სეტში თამაშზე კონტროლი ბასილაშვილს ჰქონდა. რამდენიმე კარგი ეისის წყალობით წინ გავიდა,მაგრამ ჟერემი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. საბოლოო ჯამში,დაძაბულ გათმაშებებში გამარჯვება მოიპოვა. ყველაფერი მესამე სეტზე იყო დამოკიდებული.

მესამე სეტი უფრო დაძაბული აღმოჩნდა. ჩოგბურთელები დაჭერობასნას თამაშობდნენ და ქულებს არ თმობდნენ,მაგრამ ჟერემიმ მოახერხა ნიკოლოზის გატეხვა და 2 ბრეიკის ხარჯზე სეტი 6:3 მოიგო და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

ნიკოლოზის ბასილაშვილის მარცხი ექსპერტებმა დაღლილობითა და ფსიქოლოგიური დაძაბულობით ახსნეს.