ავტორი: აჩი ფევაძე

სატრანსფერო სიახლეები: პრემიერ ლიგა

სატრანსფერო სიახლეები: პრემიერ ლიგა
19-04-2021, 12:21
 
   

ლესტერი და ვესტ ჰემი ჩელსის 23 წლის ინგლისელი თავსამსხმელის ტამი აბრაჰამის შეძენით ინტერესდებიან. ტამიმ შაბათს ასოციაციის თასის ნახევარფინალი გამოტოვა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, თავად ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს არასაკმარისი სათამაშო დროის გამო.

ტოტენჰემ ჰოტსპური ვოიცეხ შჩესნის შეძენით ინტერესდება, მაგრამ თავად პოლონელმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბის გამოცვლაზე არ ფიქრობს. ვოიცეხის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონს შეადგენს, კონტრაქტი კი იუვენტუსთან 2024 წლამდე აკავშირებს.

ევერტონის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის რობინ ოლსენის გამოსყიდვა სურს, შვედი მეკარე რომას საკუთრებაშია. ოლსენმა გასული სეზონიც იჯარაში გაატარა, 31 წლის მეკარე კალიარიში იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში რობინ ოლსენი 21-ჯერ მოხვდა ევერტონის განაცხადში, 7-ჯერ კი ძირითად შემადგენლობაში.

მილანის ინტერი ლონდონის ჩელსის მარცხენა განაპირა მცველით ემერსონ პალმერით ინტერესდება, "არისტოკრატები’’ ბრაზილიელის გასხვისებით დაინტერესებულები არიან. 26 წლის მარცხენა მცველის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონს შეადგენს.