ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

არსენალის მძიმე არტილერია ფრონტზე

არსენალის მძიმე არტილერია ფრონტზე
24-04-2021, 00:10
 
   

ლონდონის არსენალის ფანებმა სტენ კროენკეს წინააღმდეგ აქცია გამართეს.

ჩრდილო ლონდონელი მეზარბაზნეები უკმაყოფილონი არიან Kroenke sport-ის საქმიანობითა და ტრანსფერებით. ისინი ასევე ევროპის სუპერლიგაში შეერთებასაც აპროტესტებდნენ.

- კროენკემ უნდა გაყიდოს გუნდი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას ეს დიდი სპორტული ოჯახი დაანგრიოს. ამ კაცმა ჰაიბერი წაგვართვა, ამით ყველაფერია ნათქვამი- ამბობს ერთ-ერთი გუნერი.

აქცია ლონდონის დროით 18 საათზე დაიწყო და კომენდანტის დროსაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების რიცხვი 1000-დან 1500-მდე მერყეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ
.